ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

24 ივნ 2025

წარმატებით იასპარეზა აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა წარსულში ცნობილი მოჭიდავის ტარიელ ალიბეგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია რესპუბლიკურ ტურნირზე. შეჯიბრება 2011-2012 და 2013-2015 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.

ჩვენი რეგიონის ნაკრების მონაგარი ხუთი მედალია, ამათგან ოთხი ოქროსი და ერთი ვერცხლის.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: რეზი სამნიძე, მაქსიმ კვანტალიანი, ნიკოლოზ ზოიძე და გიორგი სოლომონიძე, ენრი მუშარბაძე კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

logo