სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე

14 Jun 2025

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე  აღნიშნეს.  მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარადგინეს. ჭახათის სკოლის კურსდამთავრებულებმა  გაიხსენეს სკოლის ისტორია.  დააჯილდოვეს მასწავლებლები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით თაობების აღზრდასა და განათლებაში. 

logo