08 Jun 2025
ბილიარდში აჭარის თასზე ჩემპიონატი მიმდინარეობს, შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 88 მობილიარდე მონაწილეობს, გასულ წელთან შედარებით წელს მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია, ჩემპიონატს აღმოსავლეთ ევროპის ბილიარდის საბჭოს ეგიდით აჭარის ბილიარდის ფედერაცია ატარებს.