პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამი მიულოცა

06 Jun 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.
პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

logo