ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

03 Jun 2025

ავტომობილი დაიწვა ქობულეთში, რომელსაც ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. შედეგად ავტომობილის შიდა ნაწილი სრულად დაიწვა, მათ შორის ძრავაც.

ცეცხლი მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს. ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

logo