პარლამენტის კულტურის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში

02 Jun 2025

სამომავლო სტრატეგიული მიმართულებებისა და დასახული მიზნების შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს აჭარის კულტურის მინისტრმა და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღესვე კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში გასვლით სხდომას აჭარის კულტურის სამინისტროსთან ერთად ჩაატარებს. იმსჯელებენ რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კულტურის მიმართულებით.

logo