უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური

26 Nov 2025

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ცხრა შეხვედრა გაიმართა. გულშემატკივარტა განსაკუთრებულ ინტერესს „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება იწვევდა, თუმცა მატჩმა მოლოდინი არ გაამართლა. ლონდონელებმა კატალონიელები უპრობლემოდ 3:0 დაამარცხეს.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „დორტმუნდთან“ დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. მიქაუტაძეს არ უთამაშია. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ბოდო-გლიმტი“ – „იუვენტუსი“ 2:3; „მანჩესტერ სიტი“ – „ლევერკუზენი“ 0:2; „მარსელი“ – „ნიუკასლი“ 2:1; „ნაპოლი“ – „ყარაბაღი“ 2:0; „სლავია“- „ბილბაო“ 0:0; „აიაქსი“ – „ბენფიკა“ 0:2; „გალათასარაი“ - როიალ უნიონი“ 0:1. დღეს მეხუთე ტურის კიდევ ცხრა შეხვედრა გაიმართება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“, ქართველი შემტევის გუნდი „ტოტენჰემს“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

logo