აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

18 May 2025

აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა თბილისში. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა მეწარმე ქალმა.  ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანი დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებაა.
აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

logo