16 May 2025
ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ლევან ზოიძის მერის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს და დააკმაყოფილეს.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება ლევან ზოიძემ ოჯახური მდგომარეობის გამო მიიღო.
ამჟამად ქობულეთის მერის მოვალეობას დროებით პირველი მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე ასრულებს.