ავარია ბათუმში - არიან დაშავებულები

19 Apr 2025

ავარია ბათუმში - ავტოსაგზაო შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთამანეთს ორი მმსუბუქი ავტობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები.

ადგილზე, ამ წუთებში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

logo