17 Apr 2025
ჯანდაცვის მინისტრის შემდეგ ამ წუთებში მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს უწყების ანგარიშს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცნობს. ზაზა შავაძე ისაუბრებს დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე. დღის წესრიგის მიხედვით ასევე ანგარიშს წარადგენენ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ისინი კოლეგებს კომიტეტების 2024 წლის საქმიანობას გააცნობენ.