ოთარ მიქელაძის მემორიალური დაფა

15 Apr 2025

ბათუმის საპატიო მოქალაქისა და ხელოვნების ქურუმის ოთარ მიქელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. საზოგადო მოღვაწეს, აკადემიურ ანსამბლ ,, არსიანის’’ ყოფილ დირექტორს დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.
ანსამბლის მოღვაწეობის პერიოდში მის სახელთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: ანსამბლის ისტორიული მუზეუმი, მემორიალური დაფა „ ამადგარნი ვინც იყო და დარჩა’’; ანსამბლის ,, აკადემიური’’ სტატუსი ; სახელწოდება ,, არსიანი; დოკუმენტური ფილმი ,, დაარსებიდან დღემდე; არსიანის 100 წლის იუბილე.

logo