36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან | ქობულეთი

09 Apr 2025

9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ მერიის და საკრებულოს წევრები ქობულეთში და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შეკრებილებმა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

სკოლის მოსწავლეებმა მემორიალთან ღონისძიებაც გამართეს და სიმბოლურად ცაში 21 თეთრი ბუშტი გაუშვეს.

logo