მადრიდულ დერბიში რეალმა გაიმარჯვა

02 May 2017

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გაიმართა ბერნაბეუზე, სადაც რეალმა თანაქალაქელი ატლეტიკო 3:0 დაამარცხა.

თამაში რეალის სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის 10-ე, 73-ე და 86-ე  წუთებზე რონალდომ დალაშქარა მეტოქის კარი და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

 ფეხბურთელი ყოველ გოლზე ახალ რეკორდს ამყარებს. მას ჩემპიონთა ლიგაზე 103 გოლი დაუგროვდა.

განმეორებითი შეხვედრა 10 მაისს ვისენტე კალდერონზე გაიმართება.
 

logo