31 Mar 2025
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც, აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან 19 საათიდან იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით, ჩატარდეს ქვეყანაში ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.