რეგიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები, რომელიც საჭიროების შესაბამისად დიდთოვლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას მოხმარდება - ჯაბა ფუტკარაძე

26 Feb 2025

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემებითა და რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შეფასებით დაიწყო რიგგარეშე სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში. განცხადებები გააკეთეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მისი ინფორმაციით, რეგიონის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები და ასევე მთავრობის სარეზერვო ფონდიც გაზრდილია, შესაბამისად, საჭიროებისამებრ თანხები მოხმარდება დიდთოვლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

logo