ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში

26 May 2016

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა. არჩილ ვანაძის ინფორმაციით,  შემოსავლების ნაწილმა დაახლოებით 19, ხოლო ხარჯვის ნაწილმა 27 მლიონი ლარი შედგინა. 3 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ოპოზიციას, რაც მინი-სტადიონების მოწყობას და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ კონდუქტორების პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიებს ეხებოდა.

logo