აქციებზე დაკავებულების მშობლების განცხადება

14 Jan 2025

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა  პრესკონფერენცია გამართეს. მათ 15 იანვარს დღის 15 საათზე მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, რომ 3 საათით შეწყვიტონ მუშაობა და პროტესტის ნიშნად  თავიანთი სამუშაო ადგილის წინ დადგნენ.

მათი განცხადებით, მათი შვილები ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან.

„თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს, 15 იანვარს იფიცება საქართველო“ - აცხადებენ აქციაზე დაკავებულთა მშობლები.

logo