ორი ავარია ქობულეთში - არიან დაშავებულები

06 Jan 2025

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავებულები კლინიკებში რჩებიან. შემოვლით გზაზე და ფიჭვნარის დასახლებაში ორი ავარია გუშინ ღამით მოხდა. დაშავდა 5-მოქალაქე, მათ შორის 2-ბავშვია. ერთ-ერთ მოზარდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, იგი ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

სხვა დაშავებულები კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში" მკურნალობენ.

მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

logo