19 დეკ 2024
თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა.