18 Dec 2024
იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო უწყებები განცხადებებს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევროკავშირის შეთავაზებულ ზომებს საქართველოსთან დაკავშირებით. განცხადებაში იტალია ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ გზავნილს აკეთებს და აცხადებს, რომ შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე - შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება.
ესპანეთის საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სრულიად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. რუმინეთის გამოხმაურება ეხებოდა ქართველი ხალხის აქციებსა და მოთხოვნას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.