საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

17 Dec 2024

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრას სტუმრად საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება. პირველ ტურში ორივე ნაკრებმა გაიმარჯვა.

საქართველომ კოსოვოს 3-1 მოუგო, ხოლო საფრანგეთმა ბულგარეთი 11-0 დაამარცხა.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

logo