მოვარდნილმა ჭოროხმა 5 მოქალაქეს საფრთხე შეუქმნა

18 Apr 2017

მდინარე ჭოროხზე, სადაც 5 ადამიანი მდინარიდან ინერტული მასალას იღებდა, ადიდებული მდინარის შუაგულში მოექცნენ.  ხელოვნურად შექმნილ "კუნძულზე" შემორჩენილებმა დახმარებისთვის სამაშველო სამსახურს მიმართეს.

გამოძახება დილის 8 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას სამაშველო სამსახურში ადასტურებენ, ხუთივე პირის გამოყვანა ადიდებული მდინარიდან უვნბელად მოხდა.  

logo