ერთა ლიგაზე საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

07 ნოე 2024

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ქალთა ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. 

ირის ანტმანის გუნდი C ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც მალტის, კვიპროსისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

C ლიგა 6 ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. 

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები თებერვალში, აპრილსა და ივნისში გაიმართება, პლეი ოფის შეხვედრები კი ოქტომბერში შედგება.

logo