ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 Oct 2024

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. მათგან ერთ-ერთი ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ქობულეთის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცებას. ასევე იმსჯელეს ქობულეთის მერიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ 99 წლის  ვადით კვირიკეში  მდებარე  580 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს. ქობულეთის საკრებულოს სხდომას რამდენიმე თვეა ბოიკოტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ესწრებიან. სხდომა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებით დაიწყო.

logo