22 Oct 2024
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს 50-ივე შტატში აირჩევენ, ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების ყურადღება რამდენიმე გადამწყვეტი, ე.წ. მერყევი შტატისკენაა მიმართული. მათ შორის ერთ-ერთი არიზონაა, რომელიც, როგორ წესი რესპუბლიკელების მხარდამჭერი შტატი იყო, მაგრამ 2020 წელს იქ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.