1961 წლის 12 აპრილს კოსმონავტი იური გაგარინი, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, კოსმოსში გაფრინდა

11 Apr 2017

1961 წლის 12 აპრილს კოსმონავტი იური გაგარინი, მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „ვოსტოკ-1“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა.

 

დისტანციურად მართვადმა კოსმოსურმა ხომალდმა „ვოსტოკ-1“-მა ის 320 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანა და დედამიწის გარშემო ერთი წრე გააკეთებინა.

 

მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა.

 

 

logo