საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

15 ოქტ 2024

 

დღეს საქართველოს 21- წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

მაკედონიასთან გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდული ნაკრები 19 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავა და ევრო 2025-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფში ითამაშებს.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

logo