საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

14 ოქტ 2024

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე  ტურის შეხვედრაში  ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

ამ გუნდებს შორის 10 სექტემბერს ტირანაში გამართული მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 მოიგო, რომელიც დღეს თანაგუნდელებს  დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. 

ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში ჩვენი ნაკრები 6 ქულით ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს, ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ. 

საქართველოსა და ალბანეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

logo