ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება

25 Sep 2024

აზიის განვითარების ბანკმა სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. აზიის განვითარების ბანკმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს.

სექტემბრის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 7% იქნება, ხოლო წინა - აპრილის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა.

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, მდგრადი ზრდა შენარჩუნდება 2025 წელსაც და 5.5%-ს გაუტოლდება.

logo