პირველკლასელთა ასაკი ისევ იცვლება

18 Sep 2024

მომავალი წლიდან პირველკლასელთა სკოლაში მისვლის ასაკი ისევ იცვლება. კერძოდ, პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. წელს  პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდებოდათ.

რეფორმა პირველკლასელთა ასაკთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რამაც მათი ზრდა გამოიწვია.

წელს აჭარაში 6500-მა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

logo