საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვა დაამარცხა

17 სექ 2024

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან პირველი ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო.

კედაინიაში ჩატარებულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

ჩვენი გუნდიდან გოლების გატანა: გიორგი ღავთაძემ, ვახტანგ ჯვარაშვილმა, ჯანო კვარაცხელიამ, ბექა ბექაურმა და დავით ხეჩიკაშვილმა მოახერხეს.​

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 19 სექტემბერს კვლავ ქალაქ კედაინიაში გაიმართება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

logo