ახალი სასწავლო წელი

16 Sep 2024

ახალი სკოლა გაიხსნა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში. ახალი შენობა ძველი სკოლის ადგილას აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბუკნარის სკოლას. ორივე ახალი სასწავლო სივრცე სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ხუცუბნის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 4-მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ბუკნარის სკოლის რეაბილიტაციისთვის კი  მილიონ 600 ათასი ლარი.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  2023 – 2024 წლებში აჭარაში 5 სკოლის და 3 სპორტდარბაზის მშენებლობა დასრულდა. 62 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის 6 სკოლის მშენებლობა და 20 სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, იმ სკოლებიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს მოსწავლეები დროებით ალტერნატიულ მისამართებზე ივლიან, თუმცა სამუშაოები შესაბამის ვადებში უნდა დასრულდეს.

ელს აჭარაში 6 ათას 487 პირველკლასელია. ისინი სახელმძღვანელოებს და ბუკებს მიიღებენ, წიგნები გადაეცა საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს.

logo