საქართველო მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობას ზეიმობს

15 Sep 2024

ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლას დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს გულშემატკივრები საქართველოში. დედაქალაქსა და ბათუმში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში მერაბ დვალიშვილის მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ.
UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას მაყურებელი განსკუთრებული ემოციებით ქომაგობდა. მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

logo