სამახსოვრო ტურნირი ფეხბურთში

09 სექ 2024

მინი ფეხბურთში ტურნირი გაიმართა,ქობულეთის სპორტსკოლაში, რომელიც ქობულეთში მცხოვრები ფეხბურთელის, ამირან ანანიძის ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრი, ვეტერან ფეხბურთელებს და მუნიციპალიტეტის უბნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის შედგა. მსგავსი ტურნირი მუნიციპალიტეტში 6-წელია რაც იმართება.

შეჯიბრის მიზანია, ვეტერანი ფეხბურთელის ღვაწლის გახსენება და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია. ვეტერანი ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა,  გამარჯვებული გუნდები სხვადასხვა ნომინაციებში დააჯილდოეს.

logo