„ოქროს მტევანი“ - საერთაშორისო კინოფესტივალი და ვორქშოპი 

05 Sep 2024

მე-4 დღეა, რაც თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი" მიმდინარეობს. ფესტივალზე 4 საკონკურსო პროგრამაა წარდგენილი. ტარდება ვორქშოფები, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების საჯარო ჩვენებები და სტუდენტური კინო პროექტების განხილვა.

ორგანიზატორების განცხადებით,  ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კინოხელოვნების ხელმისაწვდომობას,  პოპულარიზაციას და მის განვითარებას.

ფესტივალის გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს.

logo