საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩზე ბილეთების გაყიდვა 5 სექტემბრიდან დაიწყება

04 სექ 2024

21 სექტემბერს საქართველოს ლეგენდების ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „მილანის“ ლეგენდებს უმასპინძლებს. 

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზება 5 სექტემბერს, 12:00 საათზე საიტ: TKT.ge-ზე დაიწყება.  

ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა შეეძლება.

logo