რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის მერვედფინალში დამარცხდა

06 Aug 2024

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ასპარეზობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, რობერტ კობლიაშვილმა დაიწყო.

შეჯიბრების მერვედფინალში კობლიაშვილი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.

თუ ხასლახანაუ ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა.

logo