დღეს “დინამო” ბათუმი კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში “დეჩიჩს” დაუპირისპირდება

30 Jul 2024

დღეს “დინამო” ბათუმი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში მონტენეგროში “დეჩიჩს” დაუპირისპირდება. 

ამ გუნდებს შორის გასულ კვირას ბათუმში გამართული შეხვედრა მეტოქემ 0-2 მოიგო. ამიტომ დღეს ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ.

შეხვედრა პოდგორიცაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. 

logo