პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

26 Jul 2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

ოლიმპიადის ისტორიაში პირველად ცერემონიის ადგილი არა სტადიონი, არამედ მდინარე იყო.

გახსნის ცერემონიაში ჩვენი ქვეყნის 28 სპორტსმენისგან შემდგარი დელეგაციაც მონაწილეობდა.

მედროშეები იყვნენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე.

logo