გიორგი წიტაიშვილი ესპანურ “გრანადაში” ითამაშებს

26 Jul 2024

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანურ “გრანადაში” გააგრძელებს. 23 წლის ფეხბურთელი “გრანადას” კიევის “დინამოდან” ერთწლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე შეუერთდა.

გრანადამ” 2023/24 წლების სეზონში ლა ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და სეგუნდა დივიზიონში დაქვეთდა.

გიორგის ახალი კლუბი ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრას 15 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე “ალბასეტეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

logo