“მთის დღეები” ბახმაროში

20 Jul 2024

„ბახმაროში "მთის დღეები" მიმდინარეობს. ადგილობრივები სტუმრებს ტრადიციულ კერძებსა და კულტურას აცნობენ.

ფესტივალი ყველა ასაკზეა მორგებული - გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, იმართება საბავშვო გასართობი ღონისძიებები, საღამოს კი კონცერტი დაასრულებს.

ტრადიციულად, აინთება კოცონიც, სადაც ადგილობრივები ტურისტებს ლეგენდებსა და მითებს მოუყვებიან.

logo