ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება

19 Jul 2024

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 20 ივლისს ზაფხულის სერიის ბოლო მატჩს გამართავს.

''ბორჯღალოსნებს'' მომდევნო თამაში სიდნეიში ავსტრალიის ნაკრებთან ელით. შეხვედრა ხვალ ''ალიანს სთედიუმზე'' თბილისის დროით 09:45 საათზე დაიწყება.

პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია ''იმედი'' და ''რაგბი ტვ'' შემოგთავაზებთ.

საქართველო ავსტრალიასთან ისტორიაში მესამედ და მსოფლიოს თასის მიღმა პირველად ითამაშებს.

logo