დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება

17 Jul 2024

დღეს ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგისა და ბათუმის საერთაშორისო თასი 2024-ის პირველი ტურის მატჩები გაიმართება.

ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა ბათუმის ქვიშის მოედანზე 17:30 საათზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებსა და საუდის არაბეთის ნაკრებს შორის გაიმართება.

19:00 საათზე კი საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. ამ
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ. 
ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

logo