გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მფლობელია

14 Jul 2024

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია. 

ქართველმა ევრო 2024 ზე 3 გოლი გაიტანა და ბომბარდირობა ჰარი კეინთან, დანი ოლმოსთან, შრანცთან, მუსიალასთან და გაკპოსთან გაიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ესპანეთთან წააგო, რომელიც ევრო 2024-ის ჩემპიონი გახდა.

logo