გია ზედანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

13 ივლ 2024

გია ზედანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებული გლდანის საფეხბურთო სკოლის 12 წლამდელთა გუნდი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში დედაქალაქურმა გუნდა დინამო ბათუმს პენალტების სერიაში 4:2 აჯობა.

ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი კი ფოთის საფეხბურთო გუნდმა დაიკავა ,რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თბილისის ამერი 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გია ზედანიას ხსოვნისადმი ტურნირი წელს მე 19 ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობდა.შეჯიბრება აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

logo