ქობულეთში ტურისტულ სეზონზე მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი იცვლება 

03 ივლ 2024

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების და ასევე ხელშეკრულებით მომუშავე კერძო მიკრო ავტობუსების მოძრაობის განრიგი იცვლება.

მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან 9-10 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ასევე მოსახლეობის მოთხოვნით, მუნიციპალური ტრანსპორტი ატრაქციონების პარკ "ციცინათელამდეც" იმოძრავებს.

რაც შეეხება ავტობუსებში საბარათე სისტემებით მგზავრობის საფასურის გადახდას, უწყებაში ამბობენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 8 მუნიციპალური ავტობუსი და 16 მიკრო ავტობუსი მოძრაობს.

logo