საქართველოს ნაკრები სამშობლოში ხვალ დილით დაბრუნდება

01 Jul 2024

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში ხვალ დილით დაბრუნდება.

ეროვნული ნაკრების თვითმფრინავი თბილისში 2 ივლისს, დილით 7:30 საათზე ჩაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ სადბიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

logo