საქველმოქმედო გამოფენა

28 ივნ 2024

საქველმოქმედო გამოფენისთვის პლენერი გაიმართა ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის ღია სივრცეში. პროექტში სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ. ისინი დღეს სხვადასხვა თემატიკაზე ნამუშევრებს მოამზადებენ და საჩუქრად ფონდ “იალქანს“ გადასცემენ.

დაგეგმილია ნახატების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი მოხმარდება დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის ხატვისთვის საჭირო აქსესუარების შეძენას. პროექტს “თავისუფალი პროექტების საგნატო კონკურსის“ გამარჯვებული ორგანიზაცია “ოქროს თვალი“, აჭარის კულტურის სამინიტროს მხარდაჭერით ახორციელებს.  

logo