დღეს 27 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველ შეხვედრას ითამაშებს

25 Jun 2024

27 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველ შეხვედრას ითამაშებს.

დღეს, თბილისის დროით 15:00-ზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გახსნის და კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის ნახვა შესაძლებელი იქნება YouTube-ზე, ბმული შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გვერდზე გამოქვეყნდება.

ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პატარა ქვეყნებს შორის თამაშებს, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. ჩვენს ჯგუფში კვიპროსი, მალტა და კოსოვო არიან და ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა.

logo